სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემა (შემდგომ − ეროვნული სისტემა) არის საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების (ეროვნული სისტემის სუბიექტების) ერთიანი ქსელი, რომელიც სტრატეგიულ (პოლიტიკურ), ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე, სათანადო რესურსებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით ახორციელებს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს საომარი მდგომარეობით, ბუნებრივი ან/და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოს ან/და ქონების დაცვის მიზნით.
2.ეროვნული სისტემა უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციის მართვის უწყვეტი პროცესის ძირითადი ფაზების (საგანგებო სიტუაციის პრევენცია, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება, აღდგენითი სამუშაოების ჩატარება) დროს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას, რეაგირების ძალების საქმიანობის ორგანიზებას, მათ მართვას და მატერიალური რესურსების შექმნას.
3.ეროვნული სისტემის წამყვანი ორგანო მშვიდობიან პერიოდში არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტი წარმოადგენს ეროვნული სისტემის ძირითად საოპერაციო ძალებს.
4.ეროვნული სისტემის სუბიექტების ჩამონათვალი, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მათი კომპეტენცია, საგანგებო სიტუაციის პრევენციის, საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციის მართვასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით მუშავდება და რომელსაც სამინისტრო დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
5.მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის ხასიათიდან გამომდინარე, ეროვნული სისტემა ფუნქციონირებს ამ კანონის მე-16−მე-18 მუხლებითა და სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით განსაზღვრული საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელობით. ინციდენტის საგანგებო სიტუაციად გარდაქმნის შემთხვევაში, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სისტემის შესაბამისი სუბიექტები გადადიან მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
The amendments this article has been through
The National System definition now includes State Plenipotentiaries as subjects and clarifies the goals of complex measures during incidents/emergencies.
amending act №4426020These lawyers work in the legal area related to this article.