1.საომარი მდგომარეობის დროს ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის მართვა ხორციელდება ეროვნული თავდაცვის გეგმის შესაბამისად.
2.მშვიდობიანობის დროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის ძალების ურთიერთქმედების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმით. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023წ.

