საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.ქალაქთმშენებლობითი გეგმებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად დასახლებათა ტერიტორიების საერთო სარგებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და სანიაღვრე ქსელებით უზრუნველყოფისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში.
2.მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის მერიას მიმართოს ინიციატივით დასახლებათა ლოკალური მნიშვნელობის საერთო სარგებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და სანიაღვრე ქსელებით საკუთარი დაფინანსებით უზრუნველყოფის თაობაზე. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაინტერესებულ პირთან იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
3.ქალაქთმშენებლობითი გეგმების საფუძველზე განსაზღვრული სიმჭიდროვეების გათვალისწინებით, დასახლებათა ტერიტორიების საერთო სარგებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურითა და სანიაღვრე ქსელებით უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან მოახდინონ შესაბამისი გამტარუნარიანობის ქსელების დაგეგმვა და ამ გეგმების თანამიმდევრული განხორციელება. თავი VII ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებები
Describe your situation — we'll help you find the right specialist.