1.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი .
1.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამას შეიმუშავებს და ამტკიცებს კოლეჯი ან/და უმაღლესი .
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა კრედიტებით უნდა იყოს გაანგარიშებული.
3.მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება განხორციელდეს: ა) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე; ბ) ამ კანონის შესაბამისად, ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები დგინდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესსა და პირობებს ადგენს სამინისტრო.
6.საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ და პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიულმა პირმა შეიძლება ერთობლივად განახორციელონ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის მხოლოდ ის ნაწილი/მხოლოდ ის მოდული, რომლის განხორციელების უფლებაც მოპოვებული აქვთ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.