Closest in meaning — including in other laws
პროფესიული განათლების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლებას მოიპოვებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით.
2.პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით, ავტორიზაციის მოქმედების პერიოდში დაიმატოს საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები.
3.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამატებითი ავტორიზაციის გარეშე განახორციელოს პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომლის განხორციელების უფლებაც მას ავტორიზაციის შედეგად აქვს მოპოვებული. თავი VII. პროფესიული განათლების მასწავლებელი
These lawyers work in the legal area related to this article.