Article 16. სწავლის შედეგების დადასტურება
1. საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად პირს ენიჭება შესაბამისად ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-3/მე-4/მე-5 დონის კვალიფიკაცია, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით.
2. იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, გაიცემა დიპლომი და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დიპლომის გაცემის წინაპირობაა პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დადასტურება. 3 1 . იმ პროფესიულ სტუდენტს, რომელმაც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დაძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმით განსაზღვრული, პროგრამის სწავლის შედეგებისგან განსხვავებული სწავლის შედეგების მიღწევის საფუძველზე, გადაეცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამ მუხლის მე-6 პუნქტით ან/და მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი.
4. მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად პირს ენიჭება ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 დონის კვალიფიკაცია − ასოცირებული ხარისხი, რაც დასტურდება შესაბამისი დიპლომისა და დიპლომის დანართის გაცემით.
5. პროფესიული მომზადების პროგრამით ან პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება სერტიფიკატითა და დანართით.
6. მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევა, მოთხოვნის შემთხვევაში, დასტურდება სერტიფიკატითა და დანართით.
7. მოდულით განსაზღვრული სწავლის შედეგების სრულად დაუდასტურებლობის შემთხვევაში ამ მოდულის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს ცნობა აღნიშნული მოდულის ფარგლებში დადასტურებული სწავლის შედეგების შესახებ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №692 – ვებგვერდი, 26.06.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პროფესიული განათლების შესახებ
