Article 30. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება
1. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროები და მუნიციპალიტეტები. პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ აგრეთვე სხვა უწყებებმა და ორგანიზაციებმა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფენ პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირში − საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სახელმწიფო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
3. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კოლეჯის შემოსულობები და გადასახდელები მის ბიუჯეტში აისახება. კოლეჯს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილი აქვს ანგარიში და აქვს ბეჭედი.
