სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Article 11. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები
1. მწარმოებელი უფლებამოსილია მიანიჭოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, წერილობითი ფორმით, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილებისა.
2. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები, რომელიც მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული შემდეგით: ა) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის წარსადგენად, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეინახოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია; ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის შესაბამისობას სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან; გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მწარმოებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტებით გამოწვეული საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით.
