Consolidation №12 Verified against the current consolidation · 8 Apr 2026
1. გარდა 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში: ა) ნიშანდება დატანილი იქნა მე-8 და მე-9 მუხლების დარღვევით; ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია არ იქნა შედგენილი მე-4 − მე-7 მუხლების შესაბამისად; გ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია.
2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა. დანართი I ძირითადი მოთხოვნები სამშენებლო ობიექტების მიმართ სამშენებლო ობიექტების და მათი ცალკეული ნაწილების თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს მასთან დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, სამშენებლო ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილოს ამ დანართით სამშენებლო ობიექტებისათვის გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები გონივრული ეკონომიკური სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningსამშენებლო პროდუქტების…პროდუქტის უსაფრთხოების…ტექნიკური საფრთხის კონ…საქართველოს სივრცის და…მშენებლობის ნებართვის …
For information only — not legal advice.
1. სიმტკიცე და მდგრადობა სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მშენებლობისა და გამოყენების პროცესში, მათზე მოქმედმა საანგარიშო დატვირთვებმა არ გამოიწვიოს: ა) ობიექტის მთლიანად ან ნაწილობრივ რღვევა; ბ) დაუშვებელი ხარისხის დეფორმაციები; გ) მზიდი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი დეფორმაციის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტების სხვა ნაწილების, ან დამონტაჟებული მოწყობილობების დაზიანება; დ) შენობა-ნაგებობის დაზიანება გამომწვევი მიზეზის არაპროპორციულად.
2. უსაფრთხოების დაცვა ხანძრის დროს სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ხანძრის შემთხვევაში: ა) განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მზიდმა კონსტრუქციამ შეინარჩუნოს მდგრადობა; ბ) შეზღუდულ იქნეს სამშენებლო ობიექტებზე ხანძრისა და კვამლის გაჩენა და გავრცელება; გ) შეზღუდულ იქნეს ხანძრის გავრცელება მიმდებარე სამშენებლო ობიექტებზე; ; დ) სამშენებლო ობიექტზე მყოფ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დატოვონ ობიექტი ან ევაკუირებულ იქნენ სხვა საშუალებებით; ე) გათვალისწინებული უნდა იქნეს სამაშველო ჯგუფის უსაფრთხოება.
3. ჰიგიენა, ჯანმრთელობა და გარემო სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნას ობიექტებზე მყოფი მუშების, მობინადრეებისა ან/და მეზობლების ჰიგიენას ან ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ასევე, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და დემონტაჟის პერიოდში არ გამოიწვიოს ძლიერი ზემოქმედება გარემოს პირობებზე, ან კლიმატზე. განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში: ა) ტოქსიკური გაზის გაშვება; ბ) საშიში ნივთიერებების, აქროლადი ორგანული ნაერთების, სათბურის გაზის ან სახიფათო ნაწილაკების შიდა ან გარე სივრცეში გაფრქვევა; გ) საშიში რადიაციის გავრცელება; დ) საშიში ნივთიერებების მიწისქვეშა წყალში, ზღვაში, წყლის ზედაპირზე ან ნიადაგში გაშვება; ე) საშიში ნივთიერებების ან სხვა მავნე ნივთიერებების სასმელ წყალში გაშვება; ვ) კანალიზაციის წყლის, მყარი ან თხევადი ნარჩენების ავარიული ემისია ან გამონაბოლქვი აირების ემისია; ზ) სამშენებლო ობიექტის ნაწილებში ან ზედაპირზე ნესტის არსებობა.
4. უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა სამშენებლო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას.
5. ხმაურისგან დაცვა სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს არ ექმნებოდეს საფრთხე ხმაურისგან.
6. ენერგიის ეკონომია და სითბოს შენარჩუნება სამშენებლო ობიექტები და მათი გათბობის, კონდიცირების, განათებისა და ვენტილაციის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების რაოდენობისა და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ენერგიის მოცულობა იყოს მინიმალური. სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს ენერგოეფექტური, მათი მშენებლობისა და დემონტაჟის დროს უნდა გამოიყენებოდეს შეძლებისდაგვარად მცირე ენერგია.
7. ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება სამშენებლო ობიექტების დაპროექტება, აშენება და დემონტაჟი უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პირობებში, კერძოდ, შესაძლებელი უნდა იყოს: ა) დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ობიექტების ნაწილებისა და მასალების განმეორებით გამოყენება ან გადამუშავება; ბ) სამშენებლო ობიექტების მდგრადობის შენარჩუნება; გ) გარემოსთან თავსებადი ნედლეულის და მეორადი მასალების სამშენებლო ობიექტებში გამოყენება. დანართი II სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია № ............................... ................ ................ ................ ..
1. პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი: ...................................................................................................................................................
2. ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა რაიმე ელემენტი, რომელიც სამშენებლო პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში – რეგლამენტი) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად: ...................................................................................................................................................
3. სამშენებლო პროდუქტის შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული გამოყენების დანიშნულება. მწარმოებლის შეხედულების გათვალისწინებით: .....................................................................................................................................................
4. მწარმოებელის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო მისამართი, რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად: ...................................................................................................................................................... ......................................................................................................................................................
5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და საკონტაქტო მისამართი, რომლის უფლებამოსილება მოიცავს რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს: ..................................................................................................................................................... ................... ................... ................... ................... ................... ................... ................... ............. ................................................................................................................................................
6. რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციისა და შეფასების სისტემა ან სისტემები: ..................................................................................................................................................... .....................................................................................................................................................
7. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია მოიცავს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებულ სამშენებლო პროდუქტს ....................................................................................................................................................... (შესაბამისობის შემფასებელი პირის სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხორციელდა ........................................................... ................... სისტემის ფარგლებში (ქმედებების აღწერა რეგლამენტის III დანართის შესაბამისად) და გაიცა .................................................................................................................................... (სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის სერტიფიკატი, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შესაბამისობის სერტიფიკატი, შესაბამის შემთხვევებში გამოცდების/გაანგარიშებების ანგარიშები).
8. დეკლარირებული თვისებები ცხრილთან დაკავშირებული შენიშვნები:
1. სვეტი №1 უნდა შეიცავდეს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებულ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლის ჩამონათვალს, ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოყენებისას.
2. სვეტ №1-ში ჩამოთვლილი თითოეული ძირითადი მახასიათებლისთვის, ამ დანართის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სვეტი №2 უნდა შეიცავდეს დეკლარირებულ თვისებებს, რომელიც წარმოდგენილია დონეებით ან კლასებით, ან გადმოცემულია აღწერილობით. იმ ძირითადი მახასიათებლებისთვის, რომელთა მიმართ თვისებები არ არის დეკლარირებული, აბრევიატურა „NPD“ (თვისებების დეკლარირების გარეშე) უნდა იყოს მითითებული.
3. №1 სვეტში ჩამოთვლილი თითოეული ძირითადი მახასიათებლისათვის სვეტი №3 უნდა შეიცავდეს შესაბამის სტანდარტებზე მითითებას (დამტკიცების თარიღის მითითების ჩათვლით) და საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის საიდენტიფიკაციო ნომერს. ძირითადი მახასიათებლები (იხილეთ შენიშვნა 1) თვისებები (იხილეთ შენიშვნა 2) სტანდარტები (იხილეთ შენიშვნა 3) მოთხოვნები რომლებსაც პროდუქტი შეესაბამება, როდესაც რეგლამენტის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული: .................................................................................................................................................... ................... .................................................................................................................................
9. დეკლარაციის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია დეკლარაციის მე-9 პუნქტში მითითებულ დეკლარირებულ ფუნქციონირებასთან. ეს თვისებების დეკლარაცია გაცემულია მხოლოდ დეკლარაციის მე-4 პუნქტში მითითებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ. ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მისი სახელით: ................................................................................................................................................... (სახელი და ფუნქცია) .............................................. ...... ...... ......... ...... ...... ... ..................................... (გაცემის ადგილი და თარიღი) (ხელმოწერა) დანართი III სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია 1. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის სისტემები 1.1. სისტემა (1+) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე: ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:
1. პროდუქტის საწარმოო კონტროლი;
2. საწარმოდან აღებული ნიმუშების დამატებითი გამოცდა დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად. ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:
1. პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;
2. საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;
3. მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;
4. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე აღებული ნიმუშების აუდიტორულ შემოწმებას.
1.2. სისტემა (1) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე: ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:
1) პროდუქტის საწარმოო კონტროლი;
2) მწარმოებლის მიერ საწარმოდან აღებული ნიმუშების დამატებითი გამოცდა, დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად. ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:
1) პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;
2) საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;
3) მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;
1.3. სისტემა 2+ – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე: ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:
1) პროდუქტის ტიპის განსაზღვრა ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე;
2) პროდუქტის საწარმოო კონტროლი;
3) საწარმოდან აღებული ნიმუშების გამოცდა დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად. ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:
1) საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;
2) მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;
1.4. სისტემა 3 – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე: ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის საწარმოო კონტროლი; ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის ტიპის განსაზღვრა ტიპის გამოცდის (მწარმოებლის მიერ აღებული ნიმუშების საფუძველზე), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე;
1.5. სისტემა (4) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მწარმოებლის მიერ:
1) პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის, ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრულ მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;
2) პროდუქტის საწარმოო კონტროლს;
2. პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირები. სამშენებლო პროდუქტების თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირების ფუნქციების გათვალისწინებით უნდა გაიმიჯნოს:
1) პროდუქტის სერტიფიცირების ორგანო: შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განახორციელოს პროდუქტის სერტიფიცირება დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;
2) პროდუქტის საწარმოო კონტროლის სერტიფიცირების ორგანო: შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განახორციელოს პროდუქტის საწარმოო კონტროლის სერტიფიცირება დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;
3) საგამოცდო ლაბორატორია: აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროდუქტის ან მასალების ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების გაზომვას, გამოცდას, დაკალიბრებას ან სხვაგვარად განსაზღვრას.
3. ძირითადი მახასიათებლები, რომელთათვისაც სტანდარტებზე მითითება არ არის სავალდებულო.
1. ხანძარზე რეაგირება.
2. ცეცხლმედეგობა.
3. ზედაპირის ცეცხლმედეგობა.
4. ხმაურის დახშობა.
5. საშიში ნივთიერებების ემისია.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე