სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
Article 5. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენის ვალდებულებიდან გამონაკლისები
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მწარმოებელი უფლებამოსილია არ შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ინდივიდუალურად ან შეკვეთის საფუძველზე არასერიული წარმოების გზით, და მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულია ერთ წინასწარგანსაზღვრულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ; ბ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია მშენებლობის ადგილზე მისი ამავე სამშენებლო ობიექტზე გამოყენების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებითა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში; გ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ტრადიციული მეთოდით ან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, ასევე დაცული ტერიტორიის ან განსაკუთრებული არქიტექტურული ან/და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის განახლების მიზნით.
