Article 1. მოქმედების სფერო
1. სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს იმ პირებს, რომელთაც 2020 წლის 1 ოქტომბრამდე აკრედიტებულ ინსპექტირების ორგანოებსა და სერტიფიცირებულ ექსპერტებთან ერთად შეუძლიათ, განახორციელონ სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასება და ტექნიკური ზედამხედველობა.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება V კლასის შენობა-ნაგებობებზე.
3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ სანებართვო დოკუმენტაციაზე, რომელიც ამ წესის ამოქმედების დროისთვის წარდგენილია ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში.
4. ამ წესის მოქმედება ტექნიკური ზედამხედველობის ნაწილში არ ვრცელდება იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელზედაც მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2019 წლის 3 ივნისამდე.
