1.ამ კანონის 9 1 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის: ა) 9 1 მუხლით გათვალისწინებული გენერალური ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც სათანადო საქმიანობა ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში); ბ) 9 1 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ
