1.საქართველოში რეგისტრირებულმა იმ კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს მიწის ნაკვეთის გასხვისება.
2.საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას, თუ მხარე არის საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საპრივატიზებო პირობა უნდა შეესაბამებოდეს საინვესტიციო გეგმისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისას გამოიყენება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესები.
3.ვალდებული პირის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გაუსხვისებლობის შემთხვევაში ეს მიწის ნაკვეთი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.





