1.აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, ქონების მმართველსა და მესამე პირს.
2.საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა და მესამე პირის მიერ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინიციირების შემთხვევაში ისინი მიმართავენ ქონების მმართველს.
3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვას/აზომვას და ნატურაში გადატანას ახორციელებს ქონების მმართველი ან საკითხის ინიციატორი.
4.როდესაც პრივატიზების ინიციირებისათვის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე მესამე პირს სურთ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ისინი ვალდებული არიან: ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის (არანაკლებ 3-ჰექტარიან) ნაკვეთებად. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლებია; ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე; გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინონ განცხადება აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444 საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის კანონი №5156 - ვებგვერდი, 17.06.2016წ. მუხლი 9. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხა და საპრივატიზებო საფასურის გადახდის წესი 1. აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საპრივატიზებო თანხას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა . თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.
2.აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასურს. საქართველოს 2010 წლის 10 დეკემბრის კანონი №3963-სსმIII,№74,24.12.2010წ.,მუხ.444 საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5720 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5928 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6377 – ვებგვერდი, 15.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 29 ნოემბრის კანონი №1665 - ვებგვერდი, 04.12.2013წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ.






