Article 130. თავისუფალი ზონის პროცედურის ვადა
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1. თავისუფალი ზონის პროცედურაში საქონელი შეიძლება მოექცეს უვადოდ.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია დაადგინოს თავისუფალი ზონის პროცედურის დასრულების ვადა იმ საქონლისთვის, რომლის ხანგრძლივად დასაწყობებამ, მისი სახეობიდან და ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობას, მცენარეს ან გარემოს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
