თუ შესაბამისი პირი საბაჟო ორგანოს წარუდგენს სათანადო მტკიცებულებას, რომ საქონელი სამეწარმეო მიზნით არ არის შემოტანილი, იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება: ა) ორდენი, რომელიც უცხო ქვეყნის მთავრობამ გადასცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს; ბ) სიმბოლური მნიშვნელობის თასი, მედალი ან მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო ქვეყანაში ჯილდოს სახით გადაეცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს ხელოვნების, მეცნიერების ან სპორტის სფეროში ან საჯარო სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის ან კონკრეტული დამსახურების აღიარების ნიშნად და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თვით ამ პირმა შემოიტანა; გ) სიმბოლური მნიშვნელობის თასი, მედალი ან მსგავსი ნივთი, რომელიც უცხო სახელმწიფომ ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებულმა პირმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ პირს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამო; დ) სიმბოლური მნიშვნელობისა და მცირე ღირებულების ჯილდო, პრიზი ან სუვენირი, რომელიც განკუთვნილია უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის კონფერენციის ან ანალოგიური საერთაშორისო ღონისძიების ფარგლებში უსასყიდლოდ გადასაცემად, თუ მისი საცალო ღირებულება და სხვა მახასიათებლები მის სამეწარმეო მიზნით შემოტანაზე არ მიანიშნებს.
Article 200. ორდენის ან ჯილდოს შემოტანა
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
