Article 7. ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან გათავისუფლება
ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან: ა) საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, რომლებიც მოქმედებენ ოფიციალური დიპლომატიური მიზნების ფარგლებში; ბ) ნებართვის მაძიებელი, რომელიც ახდენს პროდუქციის ექსპორტს ან იმპორტს საქართველოს სამთავრობო დაწესებულებისათვის ან მისი მოთხოვნით; გ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (გარდა ერთი (*) ან/და ორი (**) ვარსკვლავით აღნიშნული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის) იმპორტიორი.
