1.თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად გარანტიის წარდგენა სავალდებულოა, საბაჟო ორგანო განსაზღვრავს საგარანტიო თანხის ოდენობას, რომელიც ეკვივალენტურია: ა) იმ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხისა, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოშობილია ან შეიძლება წარმოიშვას, თუ გარანტიის წარდგენის მოთხოვნის მომენტში ამ თანხის განსაზღვრა შესაძლებელია; ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული საგარანტიო თანხისა, თუ იმპორტის გადასახდელის ზუსტი თანხის განსაზღვრა შეუძლებელია.
Article 56. საგარანტიო თანხის ოდენობის განსაზღვრა
Consolidation №10 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
