Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, პირს უფლება აქვს, საერთო გარანტია შემცირებული ოდენობით წარადგინოს ან გათავისუფლდეს საერთო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.
3.თუ საერთო გარანტიის წარდგენა ხდება იმ იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად, რომლის გადახდის ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას, საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებულ ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორს მისი განცხადების საფუძველზე უნდა მიეცეს საერთო გარანტიის შემცირებული ოდენობით წარდგენის უფლება. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ საერთო გარანტია სრული ოდენობითაა წარდგენილი.
4.საერთო გარანტიის ოდენობა, მისი შემცირების ან მისი წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლების წესი და პირობები, აგრეთვე საერთო გარანტიის გამოყენებასთან დაკავშირებული დროებითი აკრძალვის შემოღებისა და გაუქმების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
These lawyers work in the legal area related to this article.