საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტებია: ა) იმ ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი, რომელსაც მიეცემა კრედიტი სახელმწიფო გარანტიით; ბ) იმ საფინანსო დაწესებულების დასახელება და მისამართი, რომელიც იყენებს გარანტიას; გ) გარანტიის ობიექტი; დ) გარანტიის ღირებულება; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულების ფორმა; ვ) სახელმწიფო გარანტიის მოქმედების ვადა, რომელშიც უნდა შესრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო ვალდებულებები; ზ) გადახდის პირობები; თ) პირობები, რომლის დროსაც შეიძლება განხორციელდეს გარანტია; ი) სახელმწიფო გარანტიით მოსარგებლე ფინანსური დაწესებულების ვალდებულებები – დააბრუნოს კრედიტი და კუთვნილი პროცენტი.
Article 41. საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტები
Consolidation №17 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.






