Article 98. საქონლის ნაწილობრივი დათვალიერება და საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღება
1. საქონლის ნაწილობრივი დათვალიერების ან საქონლის ნაწილიდან აღებული სინჯის ან/და ნიმუშის ანალიზის შედეგები ვრცელდება ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ მთელ საქონელზე, თუ საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის ნაწილის დათვალიერებას ან საქონლის ნაწილიდან სინჯის ან/და ნიმუშის აღებას.
2. თუ დეკლარანტი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს დანარჩენ საქონელზე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის დამატებითი დათვალიერების განხორციელება. ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ საქონელი გაშვებული არ არის ან საქონელი გაშვებულია, მაგრამ დეკლარანტი დაადასტურებს, რომ მას არანაირი ცვლილება არ განუცდია.
3. თუ ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულია საქონლის რამდენიმე სახეობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიზნებისთვის საქონლის თითოეული სახეობის შესახებ მონაცემები ცალ-ცალკე დეკლარირებულად მიიჩნევა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბაჟო კოდექსი
