Article 30. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი
1. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს: ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა; ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
3. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დაათვალიეროს საქონელი ან/და აიღოს მისი სინჯი ან/და ნიმუში, თუ საქონლის დათვალიერება ან/და მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღება შესაძლებელია.
