Article 57. ბავშვით ვაჭრობის აკრძალვა
1. აკრძალულია ბავშვით ვაჭრობა, ანუ ფულადი ანაზღაურების ან ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღების მიზნით პირის ან პირთა ჯგუფის მიერ ბავშვის სხვა პირისთვის ან პირთა ჯგუფისთვის გადაცემა. # # # # # # # 2. აკრძალულია სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, ორგანოს გადანერგვის ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის ნებისმიერი საშუალებით შეთავაზება, გადაცემა ან მიღება. [ 2. აკრძალულია სექსუალური ან შრომითი ექსპლუატაციის, ორგანოს გადანერგვის, ქსოვილის ან უჯრედის უკანონო გამოყენების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით ბავშვის ნებისმიერი საშუალებით შეთავაზება, გადაცემა ან მიღება. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. აკრძალულია ბავშვით ვაჭრობა მისი შვილად აყვანის მიზნით ან შუამავლის მიერ ანგარებით პირის დარწმუნება, თანხმობა გასცეს ბავშვის გაშვილებაზე „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დარღვევით.
4. სახელმწიფო ახორციელებს ყველა ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას ბავშვით ვაჭრობის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3621 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №129 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
