1.საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ − მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას.
1.საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ − მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.მედიატორთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.
3.მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.
4.მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, რომელსაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის/მედიატორის ტრენინგი და რომელიც ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს.
5.მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა ადგენდეს მედიაციის/მედიატორის ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავდეს აღნიშნული ტრენინგის შინაარსსა და ხანგრძლივობას, ტრენერთა კვალიფიკაციას, ტრენინგის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმების წესს და ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს მედიატორთა ასოციაცია.
6.მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს იმ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. მედიატორთა ასოციაცია განსაზღვრავს იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს.
7.მედიატორთა ერთიანი რეესტრი ქვეყნდება მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდზე. იგი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) მედიატორის სახელსა და გვარს; ბ) მედიატორის დაბადების წელს; გ) მედიატორის კვალიფიკაციას ან/და აკადემიურ სტატუსს; დ) მედიტორის მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის თარიღს.
8.მედიატორთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორებისაგან შედგება. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, უფლებაუნარიანობა და საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით.
9.მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული წესით მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის სხვა ორგანოების ჩამოყალიბება; გ 1 ) საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის (შემდგომ − ეთიკის კომისია) წევრების არჩევა; დ) მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება; დ 1 ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცება; ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტისა და მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების დამტკიცება; ვ) მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ზ) მედიატორთა ასოციაციის ფიქსირებული ოდენობის საწევრო გადასახადის დაწესება.
10.მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, მედიატორთა ასოციაციაში გაწევრებისა და მედიატორთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე მედიატორთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.
The amendments this article has been through
The amendment adds responsibilities to the Georgian Mediator's Association regarding the selection of members for the Ethics Commission and approval of continuing professional development systems.
amending act №6691115Describe your situation — we'll help you find the right specialist.