Article 5. მედიატორის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები
1. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უნდა გაითვალისწინონ გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევას განაპირობებს.
2. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები: ა) მედიაციის პროცესის ან მოლაპარაკების სხვა ისეთი პროცესის წარმართვის გამოცდილება, რომლის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს; ბ) სასამართლო წარმოების ან დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; გ) დავის შინაარსის შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; დ) მედიაციის აღიარებული ორგანიზაციის მიერ აკრედიტაცია; ე) მედიაციის ეფექტიანად წარმართვა, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მედიატორის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი; ვ) სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესაბამისად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
მედიაციის შესახებ
