საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს.
2.ასოციაცია საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლიანობის პრინციპებით და იცავს მათ.
3.ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა, პატენტრწმუნებულის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესებისა და დამოუკიდებლობის დაცვა, საზოგადოებაში პატენტრწმუნებულის პროფესიის ცნობადობის გაზრდა და მის მიმართ ნდობის ამაღლება, პატენტრწმუნებულის მიერ განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა და წახალისება.
4.ასოციაციის საქმიანობის პრინციპები და ძირითადი მიზნები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და ასოციაციის წესდებით.
5.ასოციაციის წევრები არიან პატენტრწმუნებულები. ასოციაციის წესდებით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე ასოციაციის საპატიო წევრისა და ასოცირებული წევრის სტატუსები.
These lawyers work in the legal area related to this article.