ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 115. ენერგეტიკული ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომები
1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებებს ეფექტიანი საბაზრო კონკურენციის წასახალისებლად და ამგვარად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. კომისია აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს საჭიროების მიხედვით, საკუთარი ინიციატივით ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს პროპორციული, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების შემდეგ, მის მოსაზრებაზე დაყრდნობით.
3. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში არ წარმოადგენს თავის მოსაზრებას, საკითხი მასთან შეთანხმებულად ჩაითვლება.
