1.ენერგეტიკულ ბაზარს ზედამხედველობს ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.ენერგეტიკულ ბაზარს ზედამხედველობს ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების შესაბამისად.
Closest in meaning — including in other laws
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე აქვეყნებს ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშს, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა მოიცავდეს ენერგეტიკული ბაზრის გახსნის, ფუნქციონირებისა და ორგანიზების დეტალურ მიმოხილვას, ბაზრის მონაწილეების საქმიანობისა და საბაზრო ფასების ანალიზს, რეგულირებული ტარიფების გამოყენებას, საბოლოო მომხმარებლისთვის არსებულ ფასებს და ენერგეტიკული ბაზრის განვითარების არსებულ ტენდენციებს. კომისია უფლებამოსილია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრების შესახებ განცალკევებული ანგარიშები გამოაქვეყნოს.
3.შესაბამისი ბაზრის ოპერატორი ამ კანონის 122-ე და 128-ე მუხლებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას: ა) აანალიზებს ენერგეტიკული ბაზრის ორგანიზებას დაკომისიას სთავაზობს მისი გაუმჯობესების ზომებს; ბ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი სისტემის დაბალანსების წესების შესახებ; გ) კომისიასა და გადამცემი სისტემის შესაბამის ოპერატორს წარუდგენს მოსაზრებას გადამცემი ქსელის წესებით დადგენილი ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებისა და გამოყენების, აგრეთვე გადატვირთვის მართვის წესების შესახებ; დ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით ახორციელებს ამ კანონითა და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4.ბაზრის ოპერატორი და გადამცემი სისტემის შესაბამისი ოპერატორი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში კომისიას აწვდიან ინფორმაციას ენერგეტიკულ ბაზარზე საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის შესახებ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.