1.ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
1.ბუნებრივი გაზის საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ამ კანონითა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
Closest in meaning — including in other laws
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ბუნებრივი გაზის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მწარმოებელს, ტრეიდერს, ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს (ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ბუნებრივი გაზი ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარსა და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.
3.ბუნებრივი გაზის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორმხრივი უფლება-მოვალეობები უნდა განახორციელონ ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.
4.გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ბუნებრივი გაზის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ბუნებრივი გაზის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით განისაზღვრება.
5.თუ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ბუნებრივი გაზის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 128-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
The amendments this article has been through
Clarifies participation requirements for the natural gas market.
amending act №5317153Describe your situation — we'll help you find the right specialist.