ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 126. ბუნებრივი გაზის ბაზარი
Consolidation №14 Verified against the current consolidation · 10 Jun 2025
1. ბუნებრივი გაზის ბაზარი მოიცავს ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარსა და ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარს ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს.
2. საბოლოო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ოპერაციები ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე.
3. ბუნებრივი გაზის საბითუმო ორგანიზებული ბაზრის სეგმენტები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
