სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ
Always up-to-date legal framework
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 143 1 და 143 2 მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144 1 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 255 1 და 255 2 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული; ბ) მსჯავრდებული − პირი (მათ შორის, სასჯელმოხდილი პირი), რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული არ აქვს შესაბამისი უფლება ამ კანონით დადგენილი წესით; გ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; დ) უფლებაჩამორთმეული პირი − პირი, რომელსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ამ კანონის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე შესაბამისი უფლება; ე) რეესტრი − სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.
The amendments this article has been through
The definition of 'sexual offense' now explicitly includes acts involving forced sexual services or involvement in prostitution/pornography under specific articles of the Criminal Code (143.1, 143.2, 144.1(a), 253, 254.4/5, 255.3-7, 255.1 & 2).
amending act №4912577These lawyers work in the legal area related to this article.