რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ-მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია. რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას. რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.
საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)
Article 115
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 21 Feb 1921
