საქართველოს რესპუბლიკაში მეურნეობის სახელმწიფო მართვის ტერიტორიული სისტემის ძირეული რგოლია ადგილობრივი მმართველობის ორგანოები. ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური მართვა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის პრინციპების საფუძველზე ადგილობრივი (მუნიციპალური) საკუთრების ყოველმხრივი განმტკიცებისა და მოცემულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ინტერესების გათვალისწინებით, რეგიონების ბუნებრივ-საწარმოო პირობების, ისტორიული ტრადიციების, შრომითი ჩვევების, მეურნეობის სპეციალიზაციის მიმართულებებისა და დონის შესაბამისად.
საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური სისტემის საფუძვლების შესახებ
