საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში: ზრუნავს ქვეყნის საკუთრების დაცვისა და გამრავლებისათვის, ხელს უწყობს საკუთრების ყველა ფორმის განვითარებას და უზრუნველყოფს მათს თანასწორუფლებიანობას; ახორციელებს ეროვნული უშიშროების პოლიტიკას, უზრუნველყოფს რესპუბლიკის თავდაცვას; წარმართავს ეკონომიკურ რეფორმას საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით; ახორციელებს მეცნიერულ-ტექნიკურ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დაჩქარებას; შეიმუშავებს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგნოზებს, სოციალურ-კულტურული განვითარების კონცეფციებსა და პროგრამებს, ატარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკას; ახორციელებს ეროვნული კულტურის შემდგომი განვითარების ღონისძიებებს, ხელს უწყობს მედიცინის სამეცნიერო და პრაქტიკული დარგების განვითარებას; ხელს უწყობს სასაქონლო-ფულად ურთიერთობათა განვითარებას, საფინანსო და საბანკო სისტემის განმტკიცებას, ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან; უზრუნველყოფს გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას; უზრუნველყოფს კანონების განმტკიცებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას; ახორციელებს საგარეო პოლიტიკას თავისი კომპეტენციის შესაბამისად; წარმართავს ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების მუშაობას, ხელს უწყობს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დამოუკიდებლობის გაფართოებას; ხელს უწყობს ერთიანი აღრიცხვის, სტატისტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ღონისძიებათა განხორციელებას.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის შესახებ
Article 3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებანი
Consolidation №2 Verified against the current consolidation · 15 Mar 1994
