ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დადგენილება წარუდგინოს.
საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)
Article 43
Consolidation №0 Verified against the current consolidation · 21 Feb 1921
