„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 15. სახელმწიფო შესყიდვა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის პრინციპების, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით. [მუხლი 15. საჯარო შესყიდვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო შესყიდვების სააგენტო შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საჯარო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, ხარჯეფექტურობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის პრინციპების, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2556 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4404 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1693 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. თავი IV. შენობების ენერგოეფექტურობის პოლიტიკა
