„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 25. ენერგომომხმარებლის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება
1. ენერგიის მცირე მომხმარებლების, მათ შორის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების, მიერ ენერგიის ეფექტური მოხმარების ხელშეწყობისა და წახალისების მიზნით სამინისტრო მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით იღებს შესაბამის ზომებს ან/და საქართველოს მთავრობას წარუდგენს მოსაზრებებს: ა) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: ა.ა) დაბალპროცენტიანი სესხების გაცემის თაობაზე; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე; ა.გ) არაანაზღაურებადი ტექნიკური და ფინანსური დახმარების თაობაზე; ბ) ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით − ცნობიერების ამაღლების თაობაზე; გ) საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების დანერგვის თაობაზე; დ) სამუშაო ადგილებზე ენერგიის მოხმარებაში ქცევითი ცვლილების წახალისების თაობაზე; ე) საბოლოო მომხმარებლების, მათ შორის, ენერგიის მომხმარებელი ორგანიზაციების, მიერ აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების წახალისების თაობაზე.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობის ხელმისაწვდომი მექანიზმების, ფინანსური ინსტრუმენტებისა და სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
