„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
Article 6. ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელება, კონტროლი და ზედამხედველობა
1. სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას; ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს; გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას; დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას; ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას; ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს; თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას; ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას; კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას; ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას; მ) ეკეგ-ის განხორციელებას.
