1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგიის დაზოგვის ტენდენციის ამსახველი მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგის ორმაგად დათვლის პრევენციას, როდესაც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები ან ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული არ არის, ერთმანეთს ემთხვევა.
3.სამინისტროს ნორმატიული აქტით მტკიცდება ეკეგ-ით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების სამდივნოსთვის წარდგენის წესი. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
1. სამინისტრო პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების განსაზღვრისას ითვალისწინებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები უზრუნველყოფს ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული ენერგიის დაზოგვის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის მიღწევას; ბ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის სამიზნე რაოდენობა განისაზღვრება გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად, ენერგოდანაზოგების მიღწევისა და ამ ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ მხარეებთან თანამშრომლობით; გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც მიიღწევა ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული გარდაქმნის კოეფიციენტის გამოყენებით; [ გ) პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მისაღწევი ენერგოდანაზოგის რაოდენობა არის ენერგიის საბოლოო მოხმარების ან პირველადი ენერგიის მოხმარების დანაზოგი, რომელიც ეკეგ-ით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით მიიღწევა; (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] დ) ენერგოდანაზოგი გამოითვლება ამ კანონის განხორციელების მიზნებისთვის მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მეთოდებისა და პრინციპების მეშვეობით; ე) განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი მხარის, მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ვალდებულებები; ვ) ენერგოდანაზოგის მიღწევისთვის პასუხისმგებელი მონაწილე მხარე ვალდებულია წარადგინოს და საჯარო გახადოს მიღწეული ენერგოდანაზოგის შესახებ წლიური ანგარიში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ენერგიის დაზოგვის შესახებ წლიური მონაცემების თაობაზე არასაკმარისი ინფორმაციის არსებობის გამო ეს მიზანშეწონილი არ არის; ზ) განხორციელდება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შედეგების მონიტორინგი, შესაბამისი არადამაკმაყოფილებელი პროგრესის შემთხვევაში − აგრეთვე სათანადო ღონისძიებები; თ) დაინერგება პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შედეგების კონტროლის სისტემა. 2. პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით ენერგიის დაზოგვის ტენდენციის ამსახველი მონაცემები ყოველწლიურად ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისთვის სამინისტრო უზრუნველყოფს ენერგოდანაზოგის ორმაგად დათვლის პრევენციას, როდესაც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებები ან ინდივიდუალური ღონისძიება, რომელიც პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით განსაზღვრული არ არის, ერთმანეთს ემთხვევა. 3. სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მტკიცდება ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის წარდგენის წესი. [ 3. სამინისტროს ნორმატიული აქტით მტკიცდება ეკეგ-ით გათვალისწინებული პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების შესახებ შეტყობინების სამდივნოსთვის წარდგენის წესი. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
These lawyers work in the legal area related to this article.