1.სამინისტრო ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორციელებისთვის პასუხისმგებელ პირებს.
2.სამინისტრო უზრუნველყოფს: ა) ენერგომენეჯმენტის სისტემისა და ენერგოაუდიტის დანერგვას; ბ) ენერგოეფექტური მოწყობილობებისა და ენერგომომსახურების ხარისხის კონტროლს; გ) ენერგოაუდიტორებისა და ენერგომენეჯმენტის განმახორციელებელი პირებისთვის ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიცირების წესების დადგენას და ენერგეტიკული მახასიათებლების სერტიფიკატის გამცემებისა და ტექნიკური ინსპექტორების სასერტიფიკაციო პროგრამების შემუშავებასა და დანერგვას; დ) ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიისა და ინდივიდუალური ღონისძიებებით მიღწეული ენერგოდანაზოგების გამოთვლის მეთოდოლოგიის შემუშავებას; ე) ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებლის დადასტურებას; ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის შემუშავებასა და დამტკიცებას; ზ) ამ კანონის მე-20 მუხლის მიზნებისთვის შესაბამისი რეესტრის შექმნას, განახლებასა და მონიტორინგს; თ) მაღალეფექტური კოგენერაციისა და ეფექტური ცენტრალური გათბობისა და გაგრილების გამოყენების პოტენციალის დეტალური შეფასებისა და ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელებას; ი) საპილოტე (სადემონსტრაციო) პროექტების განხორციელებასა და წახალისებას/ხელშეწყობას; კ) სატრენინგო პროგრამებისა და ენერგოსაკონსულტაციო პროგრამების დანერგვას და ცნობიერების ამაღლებას; ლ) ენერგომომსახურების ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობას; მ) ეკეგ-ის განხორციელებას.
3.სამინისტრო: ა) სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას უწევს: ა.ა) ეკეგ-ის განხორციელებას; ა.ბ) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ფარგლებში ან/და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს; ა.გ) პირველი კატეგორიის საწარმოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სრული ენერგოაუდიტის განხორციელებას; ა.დ) სერტიფიცირებული ენერგომენეჯმენტის სისტემის ან/და სერტიფიცირებული გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის სტატუსს; ა.ე) ენერგოაუდიტის ანგარიშის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობას; ბ) შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის − ჯარიმის დაკისრების შესახებ; გ) (ამოღებულია - 28.06.2023, №3302); დ) ამოწმებს ენერგომომსახურების მიწოდებით ენერგომომხმარებლის მიერ მიღწეული ენერგოდანაზოგის მაჩვენებელს მისი დადასტურების მიზნით; ე) სისტემატურად უწევს მონიტორინგს პლატფორმაზე განთავსებულ ეროვნულ დონეზე მიღებული ღონისძიებებით მიღწეულ ენერგოდანაზოგებს მათი გაზომვისა და დადასტურების მიზნით; ვ) ყოველწლიურად აანალიზებს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ენერგიის მოხმარებას; ზ) ადმინისტრაციული ორგანოებისა და ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის ან/და მომხმარებელთა ჯგუფისთვის შეიმუშავებს მითითებებსა და რეკომენდაციებს ენერგოდანაზოგებისა და ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ; თ) წარადგენს ანგარიშებს ამ კანონის მიზნების შესაბამისად; ი) ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულების მიზნით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ხელს უწყობს: კ.ა) ეკეგ-ითა და ამ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; კ.ბ) ენერგოეფექტურობის დანერგვის მიზნით საჯარო და კერძო სექტორებში პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას; კ.გ) ამ კანონით გათვალისწინებული ანგარიშების მომზადებას სამდივნოსთვის წარსადგენად; ლ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს.
4.სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ადგენს ენერგომომხმარებელი პროდუქტის ენერგოეტიკეტირების წესის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3302 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
