Article 64. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 25 Nov 2025
1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს კავშირგაბმულობის ქსელების გაფართოებასა და სრულყოფას.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ 3 -ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. თუ აღნიშნული ნაგებობის განსათავსებლად სხვა ფართობის შერჩევა შეუძლებელია, დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა არაუმეტეს შერჩეული ტყის ფართობის 20%-ისა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
