Article 66. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი
1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის ფართობის ან/და ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და აუცილებელ ფარგლებში გამოყენებასთან.
2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა ხორციელდება სამეცნიერო და პედაგოგიური ავტონომიურობისა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვით. ტყის მართვის ორგანომ აღნიშნული საქმიანობა შეიძლება შეზღუდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ტყის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
