Article 31. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი წიაღით სარგებლობაზე
1. წიაღზე, მის მდგომარეობასა და სარგებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის ძირითადი მიზანია დაადგინონ, როგორ ასრულებენ წიაღით მოსარგებლენი წიაღის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს და გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად მიიღონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები.
2. წიაღით სარგებლობის სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება: ა) ნებისმიერი წიაღით მოსარგებლის მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია წიაღით სარგებლობასთან; ბ) წიაღის შესწავლის ნებისმიერი სტადია, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური, გეოეკოლოგიური და სხვა სამუშაოები, წიაღის შესწავლის სამუშაოთა მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი; გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და გადამუშავება როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოგენური წარმოშობის საბადოებიდან; დ) წიაღის გამოყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით; ე) წიაღის დაცვა და მისი რესურსების რაციონალური და კომპლექსური დამუშავება, ძირითადი და თანმდევი სასარგებლო წიაღისეულის გამოყენების მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი, აგრეთვე წიაღით სარგებლობის პროცესში წარმოქმნილი დანაკარგების ოდენობა და მათი შესაბამისობა მოქმედ სტანდარტებთან, ნორმებთან და წესებთან; ვ) წიაღის და წიაღით სარგებლობის სამუშაოთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) წიაღით სარგებლობის ობიექტების კონსერვაცია და ლიკვიდაცია; თ) წიაღით სარგებლობის კანონიერების და ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების დაცვა; ი) წიაღით სარგებლობის ნებისმიერ სტადიაში წიაღით სარგებლობის სტანდარტების, ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესრულება; კ) წიაღის შესწავლის მიმართულება, მეთოდიკა, კომპლექსურობა და ხარისხი; ლ) წიაღით სარგებლობის დროს სამუშაოთა უსაფრთხო წარმოების წესებისა და ნორმების დაცვა; მ) იმ ღონისძიებათა სისწორე და დროულობა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, ბუნებრივი გარემოს, ისტორიისა და კულტურის ძეგლების, შენობებისა და ნაგებობების, მოქმედი და დაკონსერვებული სამთო გვირაბებისა და ჭაბურღილების დაცვას წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მავნე გავლენისაგან; ნ) სამთო გვირაბებში, მიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში ნავთობის, გაზისა და მიწისქვეშ დასაცავად შენახული სხვა ნივთიერებისა და მასალების, წიაღში ჩაშვებული ჩამდინარე წყლების, წიაღში ჩამარხული მავნე ნივთიერებებისა და წარმოების ნარჩენების გაჟონვის თავიდან აცილება; ო) სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა ექსპლუატაციის დროს გეოლოგიურ და სამარკშეიდერო სამუშაოთა წარმოების წესების დაცვა.
3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. 3 1 . სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა.
4. წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1409 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.153 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1676 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 დეკემბრის კანონი №1146 – ვებგვერდი, 27.12.2021წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №557 – ვებგვერდი, 16.05.2025წ. მუხლი 32 . ( ამოღებულ ია ) საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
წიაღის შესახებ
