1.აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამა თუ იმ ადგილის, წყლის, ტექნიკის, მეთოდის ან მოწყობილობის გამოსაკვლევად ან საცდელი მიზნით სახეობის კულტივირებისთვის ან მოშენებისთვის სააგენტო გასცემს თანხმობას აკვაკულტურის კვლევაზე.
2.აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა გაიცემა 3 წლამდე ვადით. ეს თანხმობა არ განახლდება. აკვაკულტურის კვლევით მიღებული შედეგები, დასკვნები და ინფორმაცია გაზიარებული უნდა იქნეს სამინისტროსთვის.
3.აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
