1.საექსპორტო ფასსა და ნორმალურ ღირებულებას შორის შედარება მიუკერძოებლად ხორციელდება. ასეთი შედარება ხორციელდება სავაჭრო ოპერაციის ერთსა და იმავე სტადიაზე, ჩვეულებრივ, წარმოებიდან გატანისას, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში − შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს. თითოეულ შემთხვევაში სათანადო ყურადღება ექცევა იმ განსხვავებებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე, აგრეთვე გაყიდვის პირობებისა და ვადების, დაბეგვრის, სავაჭრო ოპერაციის სტადიის, რაოდენობის, ფიზიკური მახასიათებლების განსხვავებებსა და ნებისმიერ სხვა განსხვავებას, რომლებიც ასევე ზემოქმედებას ახდენს ფასების შედარებაზე. აღნიშნულ შემთხვევებში გაითვალისწინება როგორც ხარჯები (მოსაკრებლებისა და გადასახადების ჩათვლით, რომლებიც გადახდილ იქნა იმპორტსა და ხელმეორედ გაყიდვას შორის პერიოდში), ისე მოგება.
2.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფასების შედარებაზე გარკვეული ზემოქმედება მოხდა, შესწავლის ორგანო ნორმალურ ღირებულებას სავაჭრო ოპერაციის იმ სტადიაზე განსაზღვრავს, რომელიც შეესაბამება სტადიას, რომელზედაც აგებულია საექსპორტო ფასი, ან ითვალისწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სათანადო შესწორებებს. შესწავლის ორგანო დაინტერესებულ მხარეებს მიუთითებს, რა სახის ინფორმაციაა აუცილებელი ფასების შედარების მიუკერძოებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.
