დასაქმების ხელშეწყობის შესახებ
Article 20. სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციის შეწყვეტა
სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სამუშაოს მაძიებლის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ, თუ: ა) სამუშაოს მაძიებელი სააგენტოში ვიზიტისთვის დადგენილ დროს სამჯერ არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; ბ) სამუშაოს მაძიებელმა კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე უარი განაცხადა; გ) სამუშაოს მაძიებელმა ორჯერ დაუსაბუთებლად უარი თქვა დასაქმებაზე ან მისი მიზეზით ორჯერ შეწყდა იმ დამსაქმებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებაც სააგენტოს შუამავლობით მოხდა; დ) ეს სამუშაოს მაძიებელმა მოითხოვა; ე) სამუშაოს მაძიებელი გარდაიცვალა; ვ) სამუშაოს მაძიებელი სისტემატურად და უხეშად არღვევდა ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრულ მოვალეობებს; ზ) სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა და მას აღარ სურს სხვა სამუშაოს მოძიება.
