1.თავშესაფრის პროცედურა შეწყდება, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი: ა) ამ კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას; ბ) არ თანამშრომლობს სამინისტროსთან; გ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; დ) სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს/სასამართლოს 3 სამუშაო დღის ვადაში არ აცნობებს შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციას მისი შეცვლის შემთხვევაში; ე) არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ გამოცხადდება ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე; ვ) ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ გამოცხადდება გასაუბრებაზე; ზ) ამ კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; [ზ 1 ) ამ კანონის 25-ე მუხლის 3 1 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; ზ 2 ) ამ კანონის 33-ე მუხლის 10 2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან/და სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს არ აცნობებს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] თ) პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით ან მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სამინისტროში ან/და სამინისტროს არ წარუდგენს სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; ი) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენისას ან ანკეტირებისას არ წარადგენს ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას; [ ი 1 ) ნებაყოფლობით ისარგებლებს წარმოშობის ქვეყნის დაცვით; ი 2 ) მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას; ი 3 ) არ შეასრულებს ამ კანონის 33-ე მუხლის 1 1 პუნქტით განსაზღვრულ ვალდებულებას − უარს განაცხადებს სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარებაზე; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] კ) დატოვებს საქართველოს; ლ) გარდაიცვლება.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას. [ 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი 1 “ ქვეპუნქტით, „ი 2 “ ქვეპუნქტით ან/და „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებასთან ანდა დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმასთან დაკავშირებული სასამართლო დავის წარმოებისას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 3. თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
4.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. [ 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით თავშესაფრის პროცედურის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. მუხლი 50. თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება 1. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა წერილობით უნდა დაასაბუთოს თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
2.თავშესაფრის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.
3.თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას ერთი და იგივე საფუძველი აქვს, ან ოჯახის წევრი ემატება თავშესაფრის პროცედურის (მათ შორის, სასამართლო დავის) მიმდინარეობისას, საერთაშორისო დაცვის შესახებ გადაწყვეტილება, მათ შორის, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, ვრცელდება აგრეთვე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის წევრზე/წევრებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კანონის მე-17, მე-18, მე-20 ან 21-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძველი. ოჯახური კავშირის დასადგენად საჭიროების შემთხვევაში ამ პუნქტით განსაზღვრულ პირებთან გასაუბრება ტარდება.
4.თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს.
5.თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ან აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.






