1.საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებისთვის; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საზედამხედველო ორგანოს; დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული; ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის, მართოს ის საინვესტიციო ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით; ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.
Article 16. საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა
Compare versions
1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელებისთვის; გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საზედამხედველო ორგანოს; დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული; ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის, მართოს ის საინვესტიციო ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით; ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება; ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. 2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 45 სამუშაო1 დღისთვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ანრეგისტრაციის, აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 15 სამუშაო დღით, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს ამის თაობაზე. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3928 – ვებგვერდი, 27.12.2023წ.
The story of this article· 1
The amendments this article has been through
- · published 27 Dec 2023
The timeframe for the supervisory body to make a decision on fund authorization/registration is set at 45 working days, with a possible extension of 15 days, and mandates written justification for denials.
amending act №5998018
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.



