1.გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი არ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში დაინიშნოს მმართველად/რეაბილიტაციის ზედამხედველად/რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველად, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ არის მხარე ან მას აღნიშნული საქმის რომელიმე მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; გ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაინტერესებული ამ საქმის შედეგით ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობას საეჭვოს ხდის.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის აცილების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მონაწილე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აცილების საფუძვლის არსებობისას გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი ვალდებულია თვითაცილება განაცხადოს და მიუთითოს შესაბამისი საფუძველი.
4.
