სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
For information only — not legal advice.
1. კერძო აღმასრულებლის აცილება დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით.
2.კერძო აღმასრულებლის აცილების საკითხს მოვალის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე წყვეტს ის სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც მიმდინარეობს აღსრულება. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 თავი IV სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 მუხლი 15. სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირები სააღსრულებო წარმოებაში მონაწილეობენ: ა) კრედიტორი და მოვალე (შემდგომში ასევე – სააღსრულებო წარმოების მხარეები); ბ) აღმასრულებელი; გ) კერძო აღმასრულებელი; დ) სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ სააღსრულებო წარმოების პროცესში. საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 მუხლი 15 1 . სააღსრულებო წარმოების მხარეები 1. სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორს წარმოადგენს ფიზიკური და იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანოები და მუნიციპალიტეტები/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება.
2. სააღსრულებო წარმოებაში მოვალეა ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული პირის შეუქმნელად, სახელმწიფო ორგანო და მუნიციპალიტეტი/მუნიციპალიტეტის ორგანო, რომლებსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულონ განსაზღვრული მოქმედებები ან თავი შეიკავონ განსაზღვრული მოქმედებების შესრულებისაგან. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6981 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ